სოფელ მარტუნთან, ქალაქთან და სხვა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია – დაწეულია და ტროტუართან შეერთების ადგილებში დიდი ხვრელები გაჩნდა. სოფლის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას ხიდის გარემონტებას 2016 წლიდან სთხოვს. დაპირებების მიუხედავად სამუშაოების დაწყების დრო უცნობია.
ხიდზე მოძრაობა სახიფათა როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე მძღოლებისთვის. ხიდის საფარსა და გზასთან შეერთების ადგილას ხვრელები გაჩნდა.
ხიდის საფარი თავდაპირველად ხის იყო, შემდეგ კი რკინით შეცვალეს.
,,ხიდი დიდი ხანია არ გარემონტებულა. დაიწია და მასზე სიარულის გვეშინია. სარემონტო სამუშაოებს არც კი შევსწრებივართ“, – აცხადებს სოფლის მკვიდრი მარინა მარაბიანი.
კიდევ ერთი მცხოვრების განმარტებით, ხიდს რემონტი იმდენად დიდი ხნის წინ ჩაუტარდა, თარიღიც აღარ ახსოვთ.
”დიდი მანქანის გადასვლისას ხიდის ნაწილი ჩამოვარდა და ხალხს ამ ნაწილზე გავლა ეშინია. როგორც ვიცი, სოფლის მცხოვრებლებმა წელს ეს საკითხი სერიოზულად წამოაყენეს. პასუხისმგებელმა პირებმა თქვეს, რომ გაარემონტებას აპირებენ, მაგრამ როდის – ვერ ამბობენ. დაპირების მიხედვით, ყოველწლიურად არემონტებენ. არ ვიცით, რას გეგმავენ“, – განმარტა სუსანა ხრიმიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში სოფელ მარტუნში ხიდის გარემონტება არ არის გათვალისწინებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალ წელს არ გარემონტდება.
ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა განაცხადა, რომ რეკონსტრუქციის პროექტი მზადაა, სარემონტო სამუშაოების დაიწყება სახსრების ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული.
„დაახლოებით 500 000-დან 600 000 ლარამდე ღირებულების პროექტია და ხორენიას ხიდის მსგავსად, სარემონტო გეგმები მზადაა. სამუშაოების დაწყება მიმდინარე წელზეა დამოკიდებულია, რამდენად გადატვირთული გრაფიკი გვექნება, რამდენს დავზოგავთ და რამდენს დავაფინანსებთ“, – აცხადებს მელქონ მაკარიანი.
სოფელ დიდ ხორენიას ხიდი სავალალო მდგომარეობაშია