რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში 26 მაისიდან 28 მაისამდე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. 97 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი წარმოშობით კარწახელმა გორ აივაზიანმა დაიკავა.
5 ბრძოლა გაიარა და ფინალში ბულგარელ სპორტსმენს შეხვდა. გორი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ასპარეზობდა.
სპორტსმენი საქართველოს ნაკრების წევრია, 2022 წელს 17 წლამდე ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
2023 წლის აპრილში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვება 97 კგ წონით კატეგორიასა და 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მოიპოვა.
არაგველების სპორტული კლუბის წევრიც არის, სადაც უძლეველ ლომს უწოდებენ.
როგორც გორ აივაზიანი აღნიშნავს, ამ ყველაფერს თავისი მონდომების წყალობით მიაღწია.
იმავე მონდომებით ემზადება მომავალი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებისთვის.
გორ აივაზიანი 18 წლისაა და 6 წლიდან ჭიდაობს. სომხეთში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თამაშობს, წარმოშობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარწახიდანაა.
მოკრძალებული და გულწრფელი მსოფლიო ჩემპიონი ჯავახეთიდან