“ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) საქართველოს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობის ინდექსის დასადგენად მონიტორინგი დაიწყო. შედეგები კი სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი. წინა მონიტორინგის მიხედვით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 49-ე ადგილზე იყო.
“ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) ატარებს კვლევას, რათა საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობის ხარისხი, მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა დაადგინოს.
მუნიციპალიტეტები ორ წელიწადში ერთხელ ფასდება. 2019 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტი გამჭვირვალობის ინდექსით ბოლო (64-ე) ადგილზე იყო. 2021 წელს მუნიციპალიტეტმა 12%-ით გააუმჯობესა საქმიანობა და 49-ე ადგილი დაიკავა.
როგორც Jnews-ს “ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტში” (IDFI) აცნობეს, მიმდინარე წლის მონიტორინგის პროცესი უკვე დაიწყო. შედეგები მუნიციპალიტეტებს ივნისში გადაეცემა, საზოგადოებისთვის კი სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.
“ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მუშაობას სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით აფასებს:
მერიის და საკრებულოს მუშაობა ცალ-ცალკე ფასდება.
შეგიძლიათ გაეცნოთ:
გამჭვირვალობის ხარისხი ახალქალაქში გაუმჯობესდა, ნინოწმინდაში – გაუარესდა