საზოგადოებრივი აზრი, წარმოსახვა და საკუთარი შესაძლებლობების კრიტიკა ახალგაზრდების წარმატებისა და მიზნების რეალიზაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა. ჩვენმა გმირმა სკეპტიციზმი რწმენით შეცვალა და მიზანს უარყოფითი აზრების მოტივაციად გადაქცევით მიაღწია.

„როცა შენი აზრი სხვებისგან განსხვავდება, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ცდები. დავძლიე დაბრკოლებები, მივაღწიე სასურველ შედეგს და პირველმა დავუმტკიცე ჩემს თავს, რომ შემიძლია და მივაღწევ წარმატებას“, – ამბობს კარინა შაანიანი, რომელმაც განათლება და ბიზნესი გააერთიანა, წარმატებას მიაღწია ისეთ რაიონში, სადაც ბიზნესის წამოწყება, რბილად რომ ვთქვათ, ადვილი არ არის.

Karina Shahanyan

კარინა შაანიანი წალკის რაიონის სოფელ გზქილისიდანაა. მან ოქროს მედლით დაამთავრა სოფლის სკოლა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღო მონაწილეობა და საკმარისი ქულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ახლა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტია და პარალელურად საკუთარი ბიზნესიც შექმნა.

WhatsApp Image 2023-05-19 at 20.07.08

კარინა აღნიშნავს, რომ ყვავილების ბიზნესის წამოწყების იდეა სრულიად შემთხვევით, საახალწლო არდადეგებზე, დედის დაბადების დღეს გაჩნდა. კარინას დედისთვის ყვავილების შეკვეთა სურდა, მაგრამ იმ დროს ამის საშუალება არ იყო. იმედგაცრუებული იმის გამო, რომ დედას ყვავილებს ვერ ჩუქნიდა, გადაწყვიტა თავად შესულიყო ყვავილების ბიზნესში და რეგიონის მოსახლეობას ყვავილების შეკვეთისა და ჩუქების შესაძლებლობა მიეცა.

„დედაჩემს 2 იანვარს აქვს დაბადების დღე. გადავწყვიტე მისთვის ყვავილები მეჩუქებინა, მაგრამ რაიონში ვერ ვნახე ადგილი, სადაც ყვავილების შეკვეთა შემეძლო და ეს იყო მიზეზი, თუ რატომ გადავწყვიტე ყვავილების ბიზნესი დამეწყო. თავდაპირველად, ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი, მშობლებმაც კი თქვეს, რომ აზრი არ ჰქონდა და წარმატებას ვერ მივაღწევდი. მიხარია, რომ არავის მოვუსმინე და მაინც დავიწყე“, – ჰყვება კარინა შაანიანი.

პირველ შეკვეთასაც იხსენებს, როცა მომხმარებელი საკმაოდ კმაყოფილი დარჩა.

Կարինա

JNEWS-ის კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს წალკაში თავისი ბიზნესის პოპულარიზაციას, როცა წელიწადის უმეტეს ნაწილს თბილისში ატარებს, გვპასუხობს:

„ახლა დედაჩემი აფორმებს ყვავილებს, მაგრამ ყველა შეკვეთას თავად ვიღებ და ყვავილებს აქედან ვგზავნი. ხშირად გამოცდებისას ან მეცადინეობის დროს ბევრი შეკვეთა მომდის, მაგრამ არც ერთი ზარი არ რჩება უპასუხოდ. ვცდილობ ყველას სიყვარულით ვუპასუხო, ყველაფერი გავაკეთო ისე, რომ არც ერთი კლიენტი არ დარჩეს უკმაყოფილო.”

კარინა აღნიშნავს, რომ თავიდან კლიენტებთან მუშაობა რთული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში გამოცდილებით ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

კარინას შეკვეთების ნაკლებობა არ აქვს, სახლიდან მუშაობს და დატვირთვის მიუხედავად, ცდილობს ყველა შეკვეთა მიიღოს, არ უნდა რომელიმე კლიენტს უარი უთხრას.

ბიზნესში მის წარმატებაზე დიდი გავლენა ინსტაგრამის პლატფორმამ იქონია. მისი თქმით, პატარა ხრიკებით თავის ბიზნესს განვითარებაში დაეხმარა და მეტი მომხმარებელი მოიზიდა.

„პატარა ხრიკი გამოვიყენე და, შეიძლება ითქვას, ჩემი ბიზნესის რეკლამა თავად გავაკეთე. ინსტაგრამზე სპეციალური ბიზნესისთვის გვერდი რომ გავხსენი, რამდენიმე ათეული მიმდევარი მოვაგროვე, გადავწყვიტე გათამაშების მოწყობა, რომელიც ხელს შეუწყობდა როგორც გვერდის პოპულარიზაციას, ისე ყვავილების შესახებ ცოდნის გაზრდას. შედეგად, ინსტაგრამის გვერდმა ათასობით გამომწერი მოიპოვა და შეკვეთების რაოდენობამაც მოიმატა“.

WhatsApp Image 2023-05-21 at 19.34.06

სამომავლოდ კარინა თბილისში ყვავილების მაღაზიის გახსნას, ყვავილებით საკუთარი ბრენდირებული ჩანთებისა და აქსესუარების შექმნას და გაყიდვას გეგმავს, რათა მისი ბრენდი დასრულებული იყოს და მომხმარებლებმა პროდუქტების გაერთიანება შეძლონ.

”ასეთი ხასიათი მაქვს – თუ იდეა მიჩნდება, მაშინვე უნდა გავაცოცხლო”, – ასკვნის კარინა შაანიანი.

ის ყველას ურჩევს, საკუთარ თავში არ დაეჭვდნენ, ძალები უარყოფითად არ შეაფასონ და იმ მიზნისკენ იარონ, რომლისკენაც ნამდვილად ისწრაფვიან.