დიდ და პატარა ხორენიას მცხოვრებლები გზების სავალალო მდგომარეობას უჩივიან. წვიმებისას გაუვალია, ნინოწმინდა-ახალქალაქის საავტომობილო გზიდან უზარმაზარი ორმოებით ივსება. მერია გზის გრეიდერით გასწორებას აპირებს.
სოფელ დიდ ხორენიას მკვიდრის, სამსონ ვარდანიანის თქმით, უკვე ნახევარი წელია გზა ამ მდგომარეობაშია.
„ყველა მანქანა ფუჭდება, 5 კმ/სთ სიჩქარით მივდივართ, ტაქსი ქალაქიდან ჩვენს სოფელში 20 ლარს იღებს, მსუბუქი წვიმისგანაც კი ფუჭდება გზა და დღეში მინიმუმ 20 ლარს მანქანისთვის ვხარჯავ“, – ამბობს სამსონ ვარდანიანი.
გზის მდგომარეობა Jnews-ის ვიზიტისას
ვიდეო Jnews-ის მკითხველისგან
ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა აღნიშნა, რომ ამ მონაკვეთზე ასფალტის მოწყობა ჯერ არ იგეგმება, თუმცა გზა უახლოეს დღეებში მოწესრიგდება.
„გრეიდერით გასწორება და ხრეშის დაყრა შეგვიძლია, როცა ამინდი ხელს შეგვიწყობს. უკვე ერთი თვეა წვიმს და გუბეებში ეს ტექნიკა არც მუშაობს და არც ეფექტურია. 17 მაისი ხულგუმოში გრეიდერით გასწორება დავიწყეთ. თუ კარგი ამინდი შენარჩუნდება, უახლოეს დღეებში ტექნიკას გადავიტანთ და ხორენიასკენ მიმავალი გზას გრეიდერით გავასწორებთ“.