2 მაისს დაახლოებით 15:00 საათზე სოფელ სულდას გადასახვევთან თურქული ნომრით სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გზა არ ჩაკეტილა. თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომობილმა მაღალი სიჩქარის გამო ვერ შემოუხვია და ამობრუნდა.
2022 წლის 11 ივნისს დაახლოებით დილის 10 საათზე სოფელ სულდაში საერთაშორისო ტვირთით სატვირთო მანქანა 7 წლის გოგონას დაეჯახა. ეს ავტოსაგზაო შემთხვევაც სატვირთო მანქანის მაღალი სიჩქარის გამო მოხდა.
სოფელ სულდაში ბავშვს სატვირთო დაეჯახა