საქართველოს ეროვნული ნაკრები კრივში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, რომელიც 28 აპრილიდან 15 მაისამდე ტაშკენტში გაიმართება. ახალქალაქის სპორტული კომპლექსიდან ჩემპიონატში არტიუშ გომციანი მონაწილეობს.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე სპორტსმენებსა და დელეგაციის წევრებს:
1. სახილ ალახვერდოვი – 48 კგ.
2. არტიუშ გომციანი – 60 კგ.
3. ლაშა გაგნიძე – 63,5 კგ.
4. ლაშა გურული – 67 კგ.
5. ესკერხან მადიევი – 71 კგ.
6. გიორგი ხარაბაძე – 75 კგ.
7. ოთარ ნავერიანი – 80 კგ.
8. გიორგი ყუშიტაშვილი – 86 კგ.
9. გიორგი ჭიღლაძე – 92 კგ.
10. ნიკოლოზ ბეგაძე – 92+ კგ.
11. ბეჟან ჭიჭინავა – მთავარი მწვრთნელი
12. თეიმურაზ ოჩიგავა – მწვრთნელი
13. ილია ტლაშაძე – მწვრთნელი
14. ბექა ბრეგაძე – ექიმი.
არტიუშ გომციანი არის საქართველოს ჩემპიონი, ევროპის 2023 წლის ჩემპიონი და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრების მედალოსანი. არტიუშ გომციანი, უკვე 14 წელია, რაც ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში ვარჯიშობს. მოკრივის მწვრთნელია ატომ ელიზბარიანი.