არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ინიციატივით 23 აპრილს, 19:30 საათზე ისნის სადგურიდან ავლაბრის წმინდა ეჩმიაძინის ეკლესიის ეზომდე სომხების გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩირაღდნებიანი მსვლელობა გაიმართა.
მსვლელობა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მოეწყო, მასში ათობით ადამიანი, სომხური თემის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ხალხი პატრიოტული მუსიკის ფონზე მიდიოდა, სომხეთის სამფეროვან, საქართველოს დროშებს აფრიალებდნენ და წარწერიანი ბანერები მიჰქონდათ: „გვახსოვს და ვითხოვთ“.
უამინდობამ მსვლელობის მონაწილეებს სურბ ეჩმიაძინის ეკლესიამდე მისვლაში ხელი ვერ შეუშალა, სადაც დამსწრეებმა უდანაშაულო დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად ილოცეს.
24 აპრილს 13:00 საათზე ფილარმონიიდან თურქეთის საელჩოსკენ მსვლელობა მოეწყო.