ახალქალაქის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშის დამონტაჟებისთვის ტენდერი ჩატარდა, ამჟამად კანდიდატებს არჩევენ და აფასებენ. დროშა ახალქალაქის ციხის ტერიტორიაზე დამონტაჟდება.
ტენდერი 27 მარტს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 7 აპრილს დასრულდა. წინასწარი ფასი დღგ-ის გარეშე 19 479 ლარი იყო. მასში შედის 20 მეტრიანი გალავანიზებული დროშის ბოძი სამონტაჟო დეტალებით. დროშა 4X6 ზომის იქნება.
ტენდერი ახალქალაქელმა კერძო მეწარმემ დაიანა მანუკიანმა მოიგო, რომელმაც სამუშაოსთვის 17 750 ლარი შესთავაზა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დღის წესრიგში 29 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის კორექტირების საკითხი დადგა. სხვა ცვლილებებს შორის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მოთხოვნაც 2023 წლის 21 მარტის წერილის საფუძველზე განიხილეს, რომელიც ახალქალაქის ტერიტორიაზე 20-მეტრიანი საქართველოს დროშის დამონტაჟებას ეხებოდა და 22 987 ლარს საჭიროებდა. განხილვაზე გადაწყვიტეს დროშა ახალქალაქის ციხის ტერიტორიაზე განეთავსებინათ.
იგივე დროშა ნინოწმინდაშიც დამონტაჟდება. ტენდერის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით 23 000 ლარი იყო. გამარჯვებული კერძო მეწარმე არმენ ჰოვსეფიანი იყო, 20 132 ლარით. ორივე ქალაქს იდენტური დროშები ექნება.