მედიის ინფორმაციით, ისრაელი მართლმადიდებლური აღდგომის ⁵დღესასწაულზე იერუსალიმში შეზღუდვებს აწესებს, რამაც სამღვდელოების უკმაყოფილება გამოიწვია.
როგორც მედია წერს, იერუსალიმში ეკლესიის ლიდერები ამბობენ, რომ ისრაელის პოლიცია მკაცრ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს მართლმადიდებლური აღდგომის მნიშვნელოვან რიტუალზე.
დასავლური მედიის ინფორმაციით, მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალზე დასწრებას ეკლესიის შიგნით 1 800 ადამიანი შეძლებს, მაშინ, როდესაც გასულ წელს დამსწრეთა რიცხვი 10 000-ს აღწევდა.
მედია იუწყება, რომ ეკლესიის გარეთ 1 200 ადამიანს ექნება ყოფნის უფლება. ეკლესიის ოფიციალური პირები ქრისტიანებს მოუწოდებენ, უგულებელყონ შეზღუდვები. დასავლური მედია ასევე წერს, რომ ადგილობრივი ქრისტიანებისა და უცხოელი მომლოცველებისთვის მოწოდებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ქაოსური სცენები ქალაქში, სადაც პოლიციამ უსაფრთხოების დამატებითი საგუშაგოები შექმნა.