სამთავრობო პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ ფარგლებში ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე  8 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ოკამის ვულკანური წიდის საბადო და სოფელ ხულგუმოში 1 სახლი მიწის ნაკვეთით გამოიტანა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან აუქციონზე 10 ობიექტი გამოიტანა.

ობიექტები და მიწის ნაკვეთები ახალქალაქიდან, რომელიც სახელმწიფომ გასაყიდად გამოიტანა.

1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დროებით მფლობელობაში არსებული სოფელ ოკამის ადმინისტრაციულ ერთეულში ვულკანური წიდის „ოკამის“ საბადო იყიდება, საერთო მოცულობა 45 800 მ3, საწყისი ფასი 15 034 ლარი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 აპრილი.

ლიცენზია გამარჯვებულისთვის გაიცემა აუქციონის ჩატარების მე-10 დღეს, აუქციონზე დადგენილი საფასურის გადახდის დადასტურების შემდეგ. ლიცენზია 3 წელი მოქმედებს.

ლიცენზიის მფლობელმა შემდეგი პირობები უნდა შეასრულოს:

ა) იზრუნოს მოპოვებული წიაღისეულის ტრანსპორტირებაზე გადახურული სატრანსპორტო საშუალებებით, გზა მორწყას პერიოდულად დასახლებებში წიაღისეულის გადაზიდვისას, რათა მტვრის გავრცელება თავიდან აიცილოს.

ბ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, დაზიანების შემთხვევაში კი რეაბილიტაცია ჩაუტაროს და აღადგინოს ისინი.

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ლიცენზირებულ მიწის ნაკვეთზე დარღვეული ნიადაგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მელიორაცია.

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის „გარემოს დაცვით“ დადგენილი მოთხოვნები.

გამარჯვებულმა აუქციონზე განსაზღვრული საბოლოო თანხა უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.

2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და სახლი სოფელ ხულგუმოში. საწყისი ფასი 30 500 ლარი, 1036 კვ/მ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 6 აპრილი.

3. სოფელ ხოსპიოში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა 46089 კვ/მ საწყისი ფასი 255 000 ლარი, განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 6 აპრილი.

4 . სოფელ კარწახში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 127 558 კვ/მ, საწყისი ფასი 178 000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 6 აპრილი.

5. სოფელ აფნიაში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და შენობები 29110 კვ/მ საწყისი ფასი 44000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 6 აპრილი.

6. სოფელ გოგაშენში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 250 56 კვ/მ, საწყისი ფასი 31500 ლარი, განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 6 აპრილი.

7. სოფელ ლომატურცხში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 10472 კვდ/მ საწყისი ფასი 30000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 6 აპრილი.

8. სოფელ ვაჩიანში, მიწის ნაკვეთი 15,905 კვ/მ, საწყისი ფასი 29,000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 6 აპრილი.

9. სოფელ დილისკაში, ყოფილი მეფრინველეობის ფერმის შენობა, 179 396 კვ/მ, საწყისი ფასი 340 000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 6 აპრილი.

10. სოფელ თახჩაში მიწის ნაკვეთი 14204 კვ/მ საწყისი ფასი 90000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 აპრილი.