საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (N97), არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლები (გარდა ეროვნული უმცირესობების ენების, სომხური და აზერბაიჯანული მასწავლებლებისა) 2022-2023 სასწავლო წლების ბოლომდე მომუშავე მასწავლებლის სტატუსს შეინარჩუნებენ. თუ სასწავლო წლის ბოლომდე უფროსი მასწავლებლის სტატუსს ვერ მიიღებენ, მათ ადგილას ვაკანსია გამოცხადდება.
2023 წლამდე უფროსი მასწავლებლის სტატუსი იმ არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს (გარდა ეროვნული უმცირესობების ენების მასწავლებლებისა) მიენიჭებათ, რომლებიც შემდეგ პირობებს აკმაყოფილებენ:
იმ შემთხვევაში, თუ არაქართულენოვანი სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებელი (გარდა მშობლიური ენის მასწავლებლებისა) ზემოაღნიშნულ პირობებს არ აკმაყოფილებს და 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე სტატუსს ვერ იმაღლებს, სკოლის ადმინისტრაციამ 2023-2024 სასწავლო წლამდე ერთი თვით ადრე პოზიციაზე ვაკანსია უნდა გამოაცხადოს. თუ ვაკანსია არ შეივსება, სკოლას, საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლია სამსახურში პრაქტიკოსი მასწავლებელი აიყვანოს
ეროვნული უმცირესობების ენების, ანუ სომხურის მასწავლებლებზე სხვა პირობები მოქმედებს. მათი, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2025-2026 სასწავლო წლამდე შენარჩუნდება. დარეგისტრირება და საგნის გამოცდის ჩაბარება წელსაც შეუძლიათ.
სომხური ენის მასწავლებლის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღების პირობების შესახებ დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.