საქართველოს მოკრივეთა გუნდი ბულგარეთში იმყოფება. ქალაქ სოფიაში საერთაშორისო კლასის “A” ტურნირში “სტრანჯა-2023”-ში ახალქალაქის 3 სპორტსმენი მონაწილეობს: არამ ხრიკიანი, არტიუშ გომციანი და არტიომ იორდანიანი.
„ჩვენი სპორტსმენები უკვე სამი დღეა სოფიაში იმყოფებიან. დღეს არამ ხრიკიანი ბელორუსიის წარმომადგენელ მოკრივესთან იბრძოლებს, ხვალ გომციანი, 23 თებერვალს კი იორდანიანი“, – განმარტავს ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დირექტორი ატომ ელიზბარიანი JNEWS-თან საუბრისას.
ეს ტურნირი კრივში მინი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელსაც მონაწილეები მთელი მსოფლიოდან ჰყავს. ამ ტურნირის შემდეგ სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა მოემზადონ, რომელიც მაისში გაიმართება.
საქართველოს მოკრივეთა ნაკრები სოფიაში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
არამ ხრიკიანი: 57 კგ,
არტიომ იორდანიანი: 92 კგ,
არტიუშ გომციანი: 60 კგ,
ლუკა კუბლაშვილი: 48 კგ,
საჰილ ალახვერდოვი: 51 კგ,
ლაშა გაგნიძე: 63,5 კგ,
ლაშა გურული: 67 კგ,
გიორგი ხარაბაძე: 75 კგ.
ოთარ ნავერიანი: 80 კგ,
გიორგი გუშიტაშვილი: 86 კგ.
გიორგი ჭიღლაძე: 92 კგ.
ნიკოლოზ ბეგაძე: 92+ კგ,
მწვრთნელები: ბეჟან ჭიჭინავა, თეიმურაზ ოჩიგავა და ილია ტლაშაძე.
ექიმი: ბექა ბრეგაძე.
შეგიძლიათ გაეცნოთ:
არამ ხრიკიანი და არტიუშ გომციანი საქართველოს ჩემპიონები კრივში
არტიომ იორდანიანი კრივში საქართველოს ჩემპიონი გახდა