ბათუმში კრივის ჩემპიონატი დასრულდა; 4 თებერვალს ფინალი გაიმართა. ამრიგად, ახალქალაქს უკვე 5 ჩემპიონი, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალოსანი ჰყავს. მოზარდთა შორის ჩემპიონები არტიომ იორდანიანი, არტიუშ გომციანი და არამ ხრიკიანი გახდნენ, ახალგაზრდული ჯგუფიდან – სამველ ღაზარიანი და გორ აივაზიანი.
ახალგაზრდებში პავლიკ ეგოიანმა საპატიო, მეორე ადგილი მოიპოვა, არმენ გრიგორიანმა გამარჯვება მეგობარს, არტიუშ გომციანს დაუთმო და ვერცხლი მოიპოვა. არშაკ ელიზბარიანმა კი ნახევარფინალში კიდევ ერთი ბრინჯაო მოიპოვა.
არტიუშ გომციანისა და არმენ გრიგორიანის შეჯიბრი ძალიან ემოციური გამოდგა, რადგან ისინი მეგობრები არიან.
30 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით საქართველოში კრივის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 11 ახალქალაქელი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ჩემპიონატზე მოასპარეზე ყველა ახალქალაქელი მოკრივე ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში მწვრთნელ ატომ ელიზბარიანთან, გაგიკ ელიზბარიანთან და ვენეტიკ ღაზარიანთან ერთად ვარჯიშობს.