ბათუში კრივის ჩემპიონატი გრძელდება, 4 თებერვალს კი ფინალია. ამ დროისთვის ახალქალაქს უკვე 4 ჩემპიონი და 2 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს. მოზარდთა შორის ჩემპიონები არტიუშ გომციანი და არამ ხრიკიანი გახდნენ, ახალგაზრდული ჯგუფიდან – სამველ ღაზარიანი და გორ აივაზიანი.
პავლიკ ეგოიანმა ახალგაზრდებში საპატიო, მეორე ადგილი მოიპოვა, არმენ გრიგორიანი კი მეგობართან დამარცხდა, არტიუშ გომციანმა ვერცხლი მოიპოვა, ხოლო არშაკ ელიზბარიანმა ნახევარფინალში კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
არტიუშ გომციანისა და არმენ გრიგორიანის ბრძოლა ძალიან ემოციური გამოდგა, რადგან ისინი მეგობრები არიან.
ახალქალაქელმა სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ახალგაზრდულ ასაკობრივ კატეგორიაში დაასრულეს. ზრდასრულთა ასაკობრივ კატეგორიაში ოქროსთვის არტიომ იორდანიანიც იასპარეზებს.
ორთაბრძოლებს პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ საქართველოს კრივის ფედერაციის ფეისბუქ გვერდის ბმულზე უყუროთ.
30 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით საქართველოში კრივის ჩემპიონატი ტარდება, რომელშიც ახალქალაქელი სპორტსმენებიც იღებენ მონაწილეობას.