თბილისის სომხურ ეკლესიაში სურბ სარგის დღესასწაული გაიმართა. დაახლოებით 15:00 საათზე წმინდა სარგისის დღესასწაულის წინა დღეს მომლოცველებმა თბილისის წმინდა ეჩმიაძინის ეკლესიიდან სამლოცველო “სურბ სარგისამდე” მსვლელობა მოაწყვეს.
სანთლების დანთებისა და ლოცვის შემდეგ მომლოცველები წმინდა გევორგის ტაძარში წავიდნენ, სადაც წინასადღესასწაულო ცერემონია და ახალგაზრდების კურთხევის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მონაწილეებს მარილიანი ნამცხვრები დაურიგეს.
4 თებერვალს 11:00 საათზე წმიდა და უკვდავი ლიტურგია წმინდა გევორგის ტაძარში აღევლინება.