ბათუმში კრივის ჩემპიონატი გრძელდება, რომელშიც 11 ახალქალაქელი სპორტსმენი მონაწილეობდა. ახალგაზრდული ჯგუფიდან ფინალში მათგან 3 სპორტსმენი გადავიდა, თუმცა ფინალისთვის ზრდასრულთა კატეგორიაში კიდევ 5 მოკრივე იბრძოლებს. შეჯიბრის მეოთხე დღეს ფინალში საგზურისთვის 8 ნახევარფინალისტი იბრძვის. სატურნირო დღის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდულ ასაკობრივ კატეგორიაში გორ აივაზიანმა, პავლიკ ეგოიანმა და სამველ ღაზარიანმა დაამარცხეს მეტოქეები და ფინალში გავიდნენ. 5 თებერვლას კი პირველი ადგილებისთვის იბრძოლებენ.
4 თებერვლის 17:00 საათის შემდეგ ზრდასრული ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენების ორთაბრძოლები გაიმართება, რომელთა შორის არმენ გრიგორიანი, არტიუშ გომციანი, არშაკ ელიზბარიანი, არამ ხრიკიანი და არტიომ იორდანიანი იქნებიან. ახალგაზრდათა კატეგორიიდან ორი და ზრდასრულთა კატეგორიიდან ერთი სპორტსმენი უკვე დამარცხდნენ.
ორთაბრძოლას შეგიძლიათ საქართველოს კრივის ფედერაციის ფეისბუქის გვერდზე, პირდაპირ ეთერში – ლინკზე – უყუროთ.
30 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით საქართველოში კრივის ჩემპიონატი ტარდება, რომელშიც ახალქალაქელი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.