თუკი თბილისელი სომეხი მომღერალი ირუ ხეჩანოვა მუსიკალურ პროექტ „Voice“-ში გაიმარჯვებს, მომავალ წელს ის საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს. 10 იანვარს მომღერალი საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში “ჰაიართუნში” თბილისის სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდა.

iru_voice_2

ქართული მუსიკალური პროექტის „Voice“-ის წევრ ირუ ხეჩანოვასთან შეხვედრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების გამგის ემილ სარქისიანის და „ჰაიართუნის“ ცენტრის დირექტორის ევგენია მარკოსიანის ინიციატივით შედგა, სადაც განვლილ გზასა და მომღერლის მიღწევებზე ისაუბრეს.

13 იანვარს პროექტ “Voice”-ში საუკეთესო მონაწილეთა კენჭისყრა იწყება, რომელიც 19 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი თბილისის სომეხმა ახალგაზრდებმაც გამოთქვეს.

iru_voice_3

„ირუ ხეჩანოვას თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა სჭირდება. ფინალში გავიდა და გამარჯვების შემთხვევაში მომავალ წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს. ეს ნიშნავს, რომ მომღერალს ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დასაძლევად ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების უფროსმა ემილ სარგსიანმა Jnews-თან საუბრისას.

ირუ ხეჩანოვა სომეხ ახალგაზრდებს შეხვდა და მათთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა. შეხვედრის დასასრულს მომღერალმა ახალგაზრდებს გამამხნევებელი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ჟანა ჩოგანდარიანი