თავისუფლების ქუჩაზე, ახალქალაქის ცენტრში, სურბ ხაჩის ეკლესიის გვერდით, სარემონტო სამუშაოების დროს გზის სავალ ნაწილზე ორმო გათხარეს. ღამით, განსაკუთრებით წვიმის დროს, მას მძღოლები ვერ ამჩნევენ, გარშემო არც გამაფრთხილებელი ნიშნებია. რამდენიმე წუთის განმავლობაში ორმოში 3-4 მანქანა ჩავარდა და ბორბლები დააზიანა.
მძღოლების თქმით, „ყოველივე არეულობაა,ჯობდა გაფრთხილება ან რაიმე ნიშანი მაინც დაეყენებინათ“. ადგილზე თავად მოიტანეს და მანქანის საბურავი, რათა სხვები გაეფრთხილებინათ და ზედმეტი ხარჯებისაგან დაეხსნათ.
ორმო კანალიზაციის მილებისთვისთვის გათხარეს. ტროტუარზე მხოლოდ ნაწილი იყო დახურული, გზაზე კი მანქანებისთვის „ხაფანგი” გამოდგა.
სამუშაოებს კომპანია ხელმძღავნელობს თუ კერძო პირი, რომელიც კანალიზაციას არემონტებდა, Jnews-ისთვის ჯერჯერობით უცნობია.