ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარტოფილს ახარისხებენ. რეალიზაციის პრობელმა არ აქვთ, 1 კგ კარტოფილზე ფასი ზომისა და ხარისხის მიხედვით 1,20 ლარიდან 1,80 ლარამდე მერყეობს.
კარტოფილის ფასები სხვადასხვა რეგიონში:
სოფელ მურჯახეთის მცხოვრები ენოკ ბაბაჯანიანის თქმით, ფერმერები კარტოფილის ფასის ზრდის გამო გაყიდვას არ ჩქარობენ. ძირითადად ის ვაჭრობს, ვისაც ვალები, სესხები აქვს.
“სუპერმარკეტები კარტოფილს 1,80 ლარად ყიდულობენ, ასუფთავებენ და 1 კგ-ს 2,20 ლარად ყიდიან. ზოგადად, 1,20 ლარზე დაბალი ფასის კარტოფილი არ გვაქვს”, – განმარტავს ფერმერი ენოკ ბაბაჯანიანი.
მიშა სტეპანიანის, სოფელ ვარევანიდან, განცხადებით, კარტოფილის თითოეულ სახეობას თავისი ფასი და მყიდველი აქვს. თავად მიშა სტეპანიანი მოსავლითაც და ფასითაც კმაყოფილია, მაგრამ ჯერ კარტოფილს არ ყიდის.
„ბევრი მყიდველი მოდის, რადგან მიწის გამო თეთრი კარტოფილი გვაქვს და ხალხიც მას ანიჭებს უპირატესობას, წელს სოფელში ცუდი მოსავალი გქვონდა. ალბათ იმიტომ, რომ მოვრწყეთ და მცხოვრებთა უმეტესობას ახალი თესლი ჰქონდა, პირველი კლასის“, – განმარტავს მიშა სტეპანიანი.
სოფელ არაგვას მცხოვრები უნანიან ყაზაროსის თქმით, მათ სოფელში მყიდველი ცოტაა, ამიტომ ფერმერებს თბილისში, ახალციხეში მიაქვთ პროდუქტი.
„გუშინ ჩვენმა სოფლელებმა კარტოფილი ახალციხეში 1,20 ლარად გაყიდეს, თბილისში კი ფასია. ძირითადად აზერბაიჯანელი მყიდველები გვყავს, მაგრამ წელს მათი რაოდენობა ნაკლებია, რადგან პროდუქტი 1 ლარად სურთ და მათთვის ჩვენთან ყიდვა მომგებიანი არ არის“, – აცხადებს უნანიან ყაზაროსი.
მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილის ბაზარზე ყველაფერი დასტაბილურებული არ არის, სოფლის მოსახლეობა მოგებას მაინც ნახულობს, რადგან პროდუქტი მუდმივად ძვირდება.