5 ნოემბრის საღამოს ქალაქის შესასვლელთან, რომელსაც ადგილობრივები შოთას გადასახვევს უწოდებენ (შესახვევთან შოთა რუსთაველის ბიუსტი დგას), მოძრაობა ცალმხრივია და მას საპატრულო პოლიცია არეგულირებს, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევაზე ჯერ კიდევ მუშაობენ.
შემოსახვევთან სატვირთო მანქანა გადაბრუნდა და ტვირთი ტრაილერიდან გადმოცვივდა, რომლის გადატვირთვაზეც ამჟამად მუშაოებენ.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა. დილით, დაახლოებით 10:30 საათზე, კიდევ ერთი სატვირთო მანქანა ამობრუნდა. მართალია იგი გაასწორეს და მოძრაობაც გათავისუფლდა, მაგრამ რამდენიმე საათის იმავე მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებული იყო.
ახალქალაქი – ნინოწმინდის გზაზე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა
გზის ეს მონაკვეთი ვიწროა და ორ სატვირთო მანქანას ერთდროულად გავლა უჭირს. გადასახვევზე მანქანები მუდმივად სატვირთო მანქანებს უთმობენ გზას. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გზების უმეტესობაც ვიწროა და მსგავსი შემთხვევები ხშირია.