4 ნოემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ორმა დეპუტატმა, ედუარდ აღასარიანმა და თერეზა ჩივჩიანმა, დატოვა.
4 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შემადგენლობაში მიმდინარე ცვლილებები განიხილეს. თავიანთი ნებით ფრაქციას დეპუტატები ედუარდ აღასარიანი და თერეზა ჩივჩიანი ტოვებენ. ორივე 2021 წელს, საქართველოს ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” პროპორციული სისტემის პარტიული სიით აირჩიეს დეპუტატებად.
სხდომაზე კომისიის ძველი შემადგენლობა განულდა და ახალი შემადგენლობები კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის ნორმებით დამტკიცდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოში 42 დეპუტატია. შეიქმნა 5 მუდმივი კომისია და მხოლოდ 1 ფრაქცია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰაკობ ჩახმახჩიანს 7 მოადგილე ჰყავს. მმართველ პარტიის ფრაქციაში 37 დეპუტატი შედიოდა, ახლა კი 35 მათგანია დარჩენილი.
ოპოზიციიდან 5 დეპუტატს საკუთარი ფრაქცია არ შეუქმნია.