2022 წლის ივლის-სექტემბრისთვის ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა ახალქალაქში 1 968 მძღოლი დააჯარიმა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა უმეტესობა იმ ავტომობილებს შეეხო, რომელთაც ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.2022 წლის იანვარ-მარტში ახალქალაქში მხოლოდ 2 დარღვევა დაფიქსირდა, ხოლო აპრილ-ივნისში კამერებმა 4 234 დარღვევა დააფიქსირეს.
2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით (აპრილი-ივნისი) მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) დარღვევების რაოდენობა შემცირდა და მათ ხასიათი ძირითადად ერთნაირი იყო.
3-თვეში ახალქალაქში – 2, ნინოწმინდაში 1715 დარღვევა დაფიქსირდა
ახალქალაქში მძღოლი მანქანიდან ნაგვის გადაყრისთვის დააჯარიმეს. ჯარიმების სტატისტიკა
მძღოლების უმეტესობა წლიური ტექდათვალიერების უქონლობის გამო დაჯარიმდა. ასეთი 1 402 შემთხვევა იყო, 13 – იურიდიული პირი, დანარჩენი კი ფიზიკური.
47 ადამიანი არასწორ ადგილას გაჩერებისთვის, ანუ გაჩერების აკრძალვისა და პარკინგის ნიშნების მოთხოვნის დარღვევის გამო დაჯარიმდა.
უსაფრთხოების ღვედის არ ატარებდა 459 ადამიანი.
კამერებმა ტელეფონზე საუბრისას 59 მძღოლი დააფიქსირეს და თითოეულს 30-ლარიანი დაჯარიმა გამოუწერეს.
მხოლოდ 1-მა ადამიანმა დაარღვია მოძრაობის წესები: წითელზე გავლა, აკრძალულ ადგილას შესვლა, აკრძალულ ზონაში გასწრება, რისთვისაც 50-ლარიანი ჯარიმაა. მან თანხა 10 დღეზე ნაკლებ დროში გადაიხადა და 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა – ჯარიმამ 40 ლარი შეადგინა.