სიახლე
ახალქალაქიახალქალაქში მძღოლი მანქანიდან ნაგვის გადაყრისთვის დააჯარიმეს – ჯარიმების სტატისტიკა
05.08.2022
ნახვები: 397 |
ავტორი:
Rima Garibyan
2022 წლის აპრილ-ივნისისთვის ახალქალაქში ე.წ. „ჭკვიანმა კამერებმა“ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მხრიდან 4234 დარღვევა დააფიქსირეს. შედეგად 158 240 ლარის ჯარიმა გადახდილია. Jnews-მა 2022 წლის მეორე კვარტალში ვიდეოჯარიმების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები გააანალიზა.
აბსოლუტური უმრავლესობა – 4233 საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო 1 შემთხვევა გარემოს დაბინძურებას. ამგვარად, ახალქალაქში ერთი პირი “ნარჩენების მართვის კოდექსის” 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით მანქანიდან ნაგვის გადაყრისთვის დააჯარიმეს. ის 250 ლარით დაჯარიმდა, თუმცა 10 დღეზე ნაკლებ დროში გადაიხადა ჯარიმა და დამრღვევმა 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა და 200 ლარი გადაიხადა.
- წლიური ტექნიკური ინსპექტირების შეუსრულებლობის გამო სულ 2614 მძღოლი დაჯარიმდა, აქედან 2600 ფიზიკური და 14 იურიდიული პირი.
- 1407 ადამიანი დაჯარიმდა ავტომობილის არასწორ ადგილას გაჩერებისთვის, ანუ “აკრძალულია გაჩერება” და ”აკრძალულია პარკინგი” ნიშნების მოთხოვნის დარღვევისთვის.
- 173 ადამიანი დაჯარიმდა უსაფრთხოების ღვედის არგაკეთების გამო.
- 20 მძღოლი კამერამ საჭესთან ტელეფონზე საუბრისას დააფიქსირა და თითოეული 30 ლარით დააჯარიმეს.
- 18-მა ადამიანმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, ან წითელ შუქნიშანზე გადავიდა, ან აკრძალულ ადგილას, ან გაუსწრო არასწორ ადგილას, რისთვისაც 50 ლარით დაჯარიმდნენ. მათგან 9-მ ჯარიმა 10 დღეზე ნაკლებ დროში გადაიხადა და 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა.
- კიდევ ერთი მძღოლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს, რამაც საგანგებო მდგომარეობა შექმნა, დააჯარიმეს 200 ლარით, მაგრამ 10 დღის ვადის გასვლამდე გადახდით ბიუჯეტში 160 ლარი შეიტანა.
საინტერესოა, რომ 2022 წლის იანვარ-მარტში ახალქალაქში მხოლოდ 2 დარღვევა დაფიქსირდა.