მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქციაც. დიდი დარბაზის ჭერი ოდნავ უნდა ჩამოიწიოს, იატაკი დაილაქოს და სხვა სამუშაოები ჩატარდეს. ელექტრონული ტენდერი შპს „ოვალმა“ მოიგო.

1

გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა: „MC Group”-მა და „ოვალმა”, ამ უკანასკნელმა 464 480 ლარის ოდენობით მოიგო. ამჟამად სამუშაოებში სამი მშენებელია ჩართული, ყველა ადგილობრივი მცხოვრები.

ამჟამად დასასრულს უახლოვდება სველი ზონების, ასევე გასახდელების რეკონტი. შეიცვლება კარებიც.

2

სპორტულ დარბაზში, სადაც ვარჯიში მიმდინარეობს, მეტი სითბოსთვის ჭერი ჩამოიწევა, იატაკი დაილაქება, ასევე შეიღებება კარები.

ამჟამად ვარჯიში სპორტკომპლექსში ტარდება, რადგან დარბაზის გარემონტებაზე ჯერ არ მისულან, ამის შემდეგ სპორტსმენები ვარჯიშს სოფლის დარბაზებში გააგრძელებენ.

„სანამ დიდ დარბაზზე გადავლენ, იქ ვივარჯიშებთ, ასევე ჯგუფები გვაქვს სოფლებში – კარტიკამში, არაგვაში, იხტილაში, დადეშში. სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე ვარჯიშს ჩავატარებთ ჩამოთვლილი სოფლების სპორტულ დარბაზებში“, – თქვა ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დირექტორმა ატომ ელიზბარიანმა.

სპორტული კომპლექსის დირექტორის თქმით, სპორტკომპლექსი არასდროს გარემონტებულა მთლიანად, ჩატარებულა კოსმეტიკური და ადგილობრივი რემონტი, მაგრამ კაპიტალური რემონტი პირველად ტარდება.

თანამშრომლების თქმით, დიდ დარბაზში  სკამების რაოდენობაც გაიზრდება.

3

4

ასეთი სახის იქნება სპორტული დარბაზი კაპიტალური რემონტის შემდეგ

კონტრაქტის მიხედვით, სამუშაოების დასრულება 2024 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით იგეგმება.