უკვე რამდენიმე დღეა, თავისუფლების ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში დიდი ორმოა, მძღოლები მას ვერ ამჩნევენ და ვარდებიან, რითაც ბორბლებს აზიანებენ.
ორმო კანალიზაციისა და წყლის მილებისთვის გათხარეს, მაგრამ გამაფრთხილებელი ნიშნები არ დადგეს, ამიტომ მძღოლებმა სხვების გასაფრთხილებლად საბურავი გამოიყენეს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორი გიორგი ვახტანგიშვილი ამბობს, რომ ორმოს ამოვსებაზე იზრუნებენ.
„მერს ვესაუბრეთ და თავისუფლების ქუჩაზე ორმოების შეკეთებისას იზრუნებენ, ჭავჭავაძის ქუჩასე კი თავად გავარემონტებთ“, – განმარტავს გიორგი ვახტანგიშვილი.
ახალქალაქის მერის თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის დეფექტები უშუალოდ პასუხისმგებელმა კომპანიამ უნდა შეასწოროს, თუმცა ამჯერად გამონაკლის დაუშვებენ, რადგან მთავარი ქუჩის ორმოებზეც იმუშავებენ და მონაკვეთს აღადგენენ.
„კანონის მიხედვით, სამუშაოები თავად უნდა ჩაატარონ, რადგან გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრი დამოუკიდებლად ზრუნაცს წყალზე. თუმცა ასე შეიძლება რამდენიმე დღიანი სამუშაოები ძალიან გაგრძელდეს. ხალხის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ მონაკვეთსაც გავარემონტებთ“, – განაცხადა მერმა მელქონ მაკარიანმა.
მანამდე კი მძღოლებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და “ხაფანგში” არ მოხვდნენ.
შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ავტომობილების „ხაფანგი“ ახალქალაქის ცენტრში