საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ეძებს ორგანიზაციებს, რომლებიც სკოლებსა და ახალქალაქის სხვა დაწესებულებებში, კორონავირუსის პროფილაქტიკისათვის, სადეზინფექციო ღონისძიებებს ჩაატარებენ .
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, მერიაში შეხვედრის შემდეგ უკავშირდებიან ორგანიზაციებს, რომლებიც სადეზინფექციო სამუშაოების შესრულებას შეძლებენ.
«ჩვენ გვაქვს 10 ნომერი, ვურეკავთ ყველას. ვიპოვეთ ერთი, ვინც შეასრულებს სამუშაოებს, შევუთანხმდებით. ზოგიერთი მხოლოდ სადეზინფექციო საშუალებებს გვთავაზობს. 5 საათზე ისევ ვიქნები მერიაში და შევატყობინებ. შემდეგ დაველაპარაკები ორგანიზაციების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების ხელმძღვანელობას და გადავცემ ტელეფონის ნომერს, რათა თავად დაურეკონ და შეუთანხმდნენ»,- თქვა ავეტიკ ტონაკანიანმა.
ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, მუნიციპალიტეტში დეზინფიცირებული იქნება ყველა სკოლა, საბავშვო ბაღი და ყველა ორგანიზაცია. დეზინფექცია ჩატარდება იმ ორგანიზაციის ხარჯზე, სადაც აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება.
დაწესებულებების დეზინფექცია იაფი პროცედურა არ არის. ერთი ხსნარი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 400კვ.მ.-ის დეზინფექცია, 159 ლარი ღირს.