ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 2 ობიექტს აუქციონზე გაყიდიან. ორივე მათგანი არასასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის ნაკვეთია. ერთი ახალქალაქშია, მეორე – სოფელ დილისკაში.
30 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მერიას ორი ობიექტის აუქციონზე გატანის ნებართვა მისცეს.
1. ახალქალაქში, ყოფილი მე-14 სამხედრო ბანაკის ტერიტორია, 50 კვ/მ ფართობით
2. ნაკვეთი სოფელ დილისკაში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 230 კვ მიწის ნაკვეთი.