დღეს, 1 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4697 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 331 ახალქალაქში და 151 ნინოწმინდაში.

როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა:

ადიგენი-0;
ასპინძა-0;
ახალციხე-0;
ახალქალაქი-0;
ბორჯომი-1 და
ნინოწმინდა-0:

საერთო ჯამში, რეგიონში 73 ადამიანია იზოლირებული:

1. ადიგენის – 7 პირი;
2. ასპინძა – 4 პირი;
3. ახალციხე – 1 პირი;
4. ახალქალაქი – 4 პირი;
5. ბორჯომის – 56 პირი;
6. ნინოწმინდის – 0 პირი.

დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 12 პაციენტი რჩება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი. გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირდა.

საერთო ჯამში, რეგიონში 4 615 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 47 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი არ გამოვლენილია. ამ დროისთვის ნიმუშის პასუხს არ ელოდებიან.