თოვისა და ქარბუქის გამო ჯავახეთში და კერძოდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შიდა გზები ან გადაკეტილია ან რთულად მისასვლელი. სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე კი შეზღუდვები მოქმედებს.
ჯავახეთში საავტომობილო გზების მომსახურე კომპანია «ჯავახ ავტო გზა»-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ცენტრალური გზებზე მოძრაობა აღდგენილია. სომხეთის საზღვართან სატვირთო მანქანებისთვის შეზღუდვაა დაწესებული. ნინოწმინდა-წალკის გზა (ფარავნის უღელტეხილი) ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია.
რაც შეეხება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შიდა გზებს, თითქმის ყველა შორეულ სოფლამდე მისასვლელი გზა ან დაკეტილია, ან რთულად მისასვლელი.
ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, გზების გახსნაზე ტექნიკა დილიდან მუშაობს. გაწმენდითი სამუშაოები სოფლების: ორჯას, ალასტანის, აზავრეთის, გოდოლარის მიმართულებით დაიწყო. შემდგომი გზები ასევე გაიხსნება ბეჟანოს, დიდი და პატარა სამსარის მიმართულებით. გაწმენდითი სამუშაოები სოფელ ოკამისა და გოგაშენის მეორე მიმართულებითაც მიმდინარეობს.