მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 326 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 326 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 326 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 266 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 54.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი – 66 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 37.1 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი მოჰყვებიან.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე