ახალქალაქის სერვისცენტრმა ქალაქის ყველა ნაგვის ურნას დეზინფექცია ჩაუტარა. მოსახლეობას მოუწოდებენ ნაგვის ურნები დახურულ მდგომარეობაში დატოვონ, რათა ნაგავი ძაღლებმა არ ამოყარონ.

 პირველ ივნისს ახალქალაქის სერვისცენტრის თანამშრომლებმა სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.  დეზინფექცია  ქალაქის 130-მდე ურნას ჩაუტარდა.

ახალქალაქის მერიამ 2020 წლის მარტში სერვისცენტრს დაახლოებით ერთი ტონა ჰიდროქლორიდის ხსნარი გადასცა.  მაშინ ქუჩებისა და ნაგვის ურნების დეზინფექცია, რამდენჯერმე განხორციელდა.  დარჩენილი ხსნარი პირველ ივნისს ნაგვის ურნების დეზინფექციისთვის გამოიყენეს.  მოსახლეობამ ნაგვის ურნები ფრთხილად უნდა გახსნას და დახუროს.

სერვისცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ ქალაქის და ზოგადად გარემოს სისუფთავის დაცვის საკითხში:

 – არ დაყაროთ ნაგავი ნაგვის ურნასთან! 

 – არ დატოვოთ ნაგვის ურნა ღია მდგომარეობაში!

 – არ ჩაყაროთ სამშენებლო ნარჩენები ნაგვის ურნებში!

 – არ დაყაროთ ნაგავი ქუჩაში!