ზაფხულში ბევრი ადამიანი ჩამოდის საქართველოში დასასვენებლად, ვინაიდან აქ დასვენება ფინანსურად შედარებით მომგებიანია.

უცხოეთიდან ჩამოსულთა დასვენების მარშრუტი უმეტეს შემთხვევაში ახალქალაქზე გადის. ბევრს ურჩევნია აქ გარკვეული დროით დასვენება და ამის მიზეზები განსხვავებულია, შეიძლება იყოს სომხებით დასახლებული ადგილების დათვალიერების, მეგობრებისა და ნათესავების მონახულების სურვილი, ასევე გზის სიგრძის შემცირება.

ბოლო დროს დიდი ნაკადია, განსაკუთრებით ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, სასტუმროებში, სწრაფი კვების ობიექტებში და სხვა ადგილებში.

aygi

Jnews-ი ესაუბრა ერთ-ერთ სოჭელ ტურისტს, რომელიც ახალქალაქში ოჯახთან ერთად რამდენიმე დღე დარჩა. ზინაიდამ Jnews-თან საუბარში განაცხადა, რომ ბორჯომში დასვენების შემდეგ, ახალქალაქის გავლით თურქეთში წასვლა გადაწყვიტეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ისინი რამდენიმე დღე დარჩებიან ახალქალაქში, ცდილობენ აქ დაისვენონ და, მისი თქმით, ქალაქის მცხოვრებლებმა ძალიან თბილად მიიღეს ისინი სხვა ქალაქების მცხოვრებლებთან შედარებით, რომლებიც ახალქალაქში ჩამოსვლამდე იყვნენ ნამყოფი.

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, მიუხედავად ცხელი ამინდისა, ხალხმრავლობა იყო, ყველაზე მეტად ხალხმრავლობა იყო სათამაშო მოედნის ტერიტორიაზე, სადაც ბავშვები მშობლებთან ერთად მხიარულობდნენ, კაცები კი ქუჩის კაფეში იყვნენ. ჩვენთან საუბარში ბევრმა ადგილობრივმა მცხოვრებმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები მათი ნათესავების უმეტესობა დასასვენებლად სამშობლოში ბრუნდება, შემდეგ კი ზღვაზე მიემგზავრება.

aygi 2
ახალქალაქის ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერიც ამტკიცებს, რომ ზაფხულში სხვა თვეებთან შედარებით მეტი ვიზიტორი ჰყავდათ.

„რა თქმა უნდა, ეპიდემიის შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობა ძალიან დიდია, ძირითადად, რუსეთიდან და სომხეთიდან და ხშირად ჩამოდიან ადგილობრივი მცხოვრებლებიც, რომლებსაც სტუმრები ჩამოჰყავთ უცხოეთიდან.

სტუმართმოყვარეობის “სეზონი” ახალქალაქში საღამოს აქტიური ცხოვრების თვეს ემთხვევა, როცა ქალაქის ქუჩები სავსეა მოსეირნე ხალხით. შემოდგომით ეს აქტივობა დაიკლებს და ქალქი ისევ დაიწყენა ცხოვრებაა დღისით და საღმოს დაიძინებს.