თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება, ჩვენ მიერ გამოკითხული ახალქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ ამის შესახებ არ იცის და განსაკუთრებულ ინტერესს არც იჩენს. „ქართული ოცნების“ პლაკატები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტებს კანონის მავნებლობის შესახებ უარყოფს, ახალქალაქის ქუჩებში არ შეიმჩნევა.

ის, რომ ახალქალაქში სამოქალაქო საზოგადოება პასიურია და არ არის ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში, დღევანდელი რეალობა კიდევ ერთხელ ადასტურებს. სანამ თბილისში „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, ახალქალაქში უმრავლესობამ არ იცის ამის შესახებ, ან აქციის შესახებ იციან, მაგრამ მიზეზი არ იციან.

1

JNEWS-მა შემთხვებით გამვლელებს შორის ჩაატარა გამოკითხვა იმ ადგილებში, სადაც „ქართული ოცნების” პლაკატებია გაკრული.
ეს პლაკატები ახალქალაქში ორი კვირის წინ გაჩნდა. ჯერ ცენტრალური პარკის შესასვლელებთან გამოჩნდა, შემდეგ ახალქალაქის ჩრდილოეთ შესასვლელთან, შოთა რუსთაველის ძეგლის ქვეშ და ქალაქში კულტურის სახლის კედელზე და ზოგ სხვა ადგილასა. პარკის შესასვლელში პლაკატები დახეულია, კულტურის სახლის შენობაზე ჯერჯერობით შემორჩენილია. პლაკატები ქართულ ენაზეა, რაც ბევრისთვის გაუგებარია.

ახალქალაქელები ჩვეულებრივი თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ.

25-ზე მეტ ადამიანს ვკითხეთ, იცოდნენ თუ არა, რომ თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და რას აპროტესტებდა ხალხი.

ოთხმა ადამიანმა თქვა, რომ მათ იციან აქციების შესახებ, მაგრამ არ იციან რატომ აპროტესტებენ, რას ითხოვენ, რადგან სახელმწიფო ენა არ ესმით.

ჩვენ გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცოდა აქციების შესახებ. აღვნიშნავთ, რომ მათ რიცხვში შედის არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ ისინიც, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციაში.

2

ქალი, რომელიც მუშაობს როგორც სამთავრობო უწყებაში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციაში, ამბობს, რომ არც ისე კარგად ესმის, რატომ ჰქვია კანონპროექტს რუსული და რაც შეეხება გამჭვირვალობას, მან შემდეგი თქვა.

„ჩვენ ისედაც ვმუშაობთ გამჭვირვალედ, უფრო გამჭვირვალედ როგორ, თუ ადრე ყველა დადებითად იყო განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, კანონის მიღების შემდეგ ყველა გაექცევა მათ, როგორც სახელმწიფოს მტერს“, – თქვა მან.

ერთმა ქალმა იცოდა აქციების და მათი მნიშვნელობის შესახებ. მაგრამ მან არ იცის როგორ იმოქმედებს ეს მის საქმიანობაზე.

„მინდა, ორივე მხრიდან ამიხსნან, რატომ უნდა მიღებულ იქნას კანონპროექტი და რატომ არა. მე შევისწავლე სიტუაცია და ჩემი აზრი მაქვს. ვიცი, რომ ასეთი კანონი რუსეთში იმ ადამიანების წინააღმდეგაა მიმართული, ვისაც სიმართლის თქმა უნდა, ვისი აზრიც განსხვავდება სახელმწიფოსგან, თუ არ ეთანხმები სახელმწიფოს აზრს, მაშინ უცხო აგენტი ხარ. არ ვიცი, როგორ იმუშავებს კანონი საქართველოში, როგორ იმოქმედებს ჩემს ბიზნესზე. თუ ამიხსნიან, მივხვდები. მაგრამ ახლა ნეიტრალურად ვარ განწყობილი”,- თქმა მან.

ახალქალაქში არასამთავრობო სექტორის პლაკატები არ არის. ხოლო არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები კი პასიურები არიან.

სანამ ახალქალაქელები გაერკვევიან, თბილისში მიტინგები გრძელდება, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. მას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.

კანონის შედეგების შესახებ მოკლედ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში:

https://fb.watch/rytSw9RLVF/

ასევე წაიკითხეთ მასალები აღნიშნულ თემაზე, რათა გაიგოთ კანონპროექტის არსი:

ამერიკულ-რუსული, ქართული კანონი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ