სკანდალური კანონის შესახებ, რომელმაც უკვე პროტესტის მეორე ტალღა გამოიწვია, რატომ იწვევს კამათს თუ რა „წარმოშობისაა“ ეს კანონი და რას აძლევს ის საქართველოს მოსახლეობას, ამის და კიდევ ბევრი რამის შესახებ რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარის კახა გოგოლაშვილის ინტერვიუში.
რუსული, ევროპული თუ ამერიკული? მაინცდამაინც „სადაურია” ეს კანონი და რას გვაძლევს?
– ამერიკული კანონი FARA (Foreign Agents Registration Act) ქმნის მონიტორინგის სპეციალურ ინსტრუმენტს მხოლოდ იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უცხოურ ინტერესებს წარმოადგენენ. რომლებიც რეალურად არიან დაკავებული ლობიზმით, სხვა სუბიექტების ინტერესებს წარმოადგენენ, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული, და ქვეყანაში არ მდებარეობენ. ამგვარად, მაგალითად, უცხოური სამსახურების, უცხოური ორგანიზაციების და მსგავსების წარმომადგენლობა.38 წლიდან ამერიკაში მათი საქმიანობის მთლიანი გამჭვირვალება მოითხოვეს, მათ შორის დაფინანასების ნაკადების. ასევე მათი ძირითადი საქმიანობის, მაგალითად შეხვედრების, კონგრესმენებთან, პოლიტიკებთან, მინისტრებთან და სხვებთან შეხვედრებს. ესე იგი, შეხვედრები, რომლებსაც ორგანიზაცია ატარებდა უნდა ყოფილიყო ღია სახელმწიფოსა და პუბლიკისთვის. მაგრამ FARA -ს ეს და სხვა კანონები, რომლებიც ამ კანონიდან მომდინარეობს, იგივე ინგლისური კანონი, ავსტრალიური, კანადური და რიგი სხვა კანონებისა, რომლებიც დასავლეთ ქვეყნებში მოქმედებს, ისინი მხოლოდ საზღვარგარეთის სტრუქტურების უცხოური ნტერესების წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მონიტორინგისთის არის გათვალისწინებული.
კანონი რუსეთის ფედერაციაში. „ქართულმა ოცნებამ“ საფუძვლად აიღო ის მიდგომა, რომელიც 2013 წელს რუსეთის ხელისუფლებამ აიღო. უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონი რეალურად უცხო ქვეყნების ინტერესების წარმომადგენლობითი ორგანიზაციების გამოვლენასა და ტრანსპარენტულობას არ ითვალისწინებს. არამედ უბრალოდ იმ ორგანიზაციების დარეგისტრირებას, რომლებიც დაკავებულნი არიან პოლიტიკური საქმიანობით, მაგალითად, აკრიტიკებენ ხელისუფლების პოლიტიკურ პლატფორმას, ანალიზს უკეთებენ, აწარმოებენ რომელიმე ბეჭდურ საშუალებას, მათ შორის ეწევიან პროპაგანდას, პროპაგანდის წინააღმდეგ იბრძვიან, ამგვარად ეს ორგანიზაციები ექვემდებარებიან რუსეთის ფედერაციაში რეგისტრაციას. და რა თქმა უნდა თუკი ისინი გარკვეული გაგებით ფინანსდებიან, ანუ სრულიად არა, როგორც აშშ-ში, არამედ საკმარისია პატარა დაფინანსებაც. რუსულ კანონში საკმარისია, როცა ორგანიზაცია წელიწადში უცხოეთიდან 7000 ევროს ღებულობდეს, და ის უკვე ითვლება უცხოურ აგენტად. ორგანიზაცია შეიძლება უბრალოდ რუსეთში დემოკრატიის განვითარების ინტერესებში მუშაობდეს, ეს ორგანიზაციები სპეციალურ რეესტრში აღმოჩნდნენ რეგისტრირებულნი. სახელმწიფო, ასევე ვისაც მოუნდება, ამოწმებენ მათ ქმედებებს და ნაბიჯებს, და გარდა ამისა, მათ მკაცრი ჯარიმები ეკისრებათ, იმ შემთხვევაში თუკი რამე გამორჩებათ, მაგალითად, დეკლარაციაში დაავიწყდათ რომელიმე დანახარჯის ან მუხლის ჩასმა. მათ ძალიან დიდი ჯარიმები ეკისრებათ. ანუ ეს კანონები გათვალისწინებულია იმისათვის, რომ უბრალოდ მედია იყოს შევიწროებული, რომლებიც თუნდაც ცოტათი კრიტიკულად არიან განწყობილნი ხელისუფლების მიმართ.
ინტერპრეტაცია საქართველოში.რაც შეეხება ქართულ კანონს, ქართული კანონი ფაქტობრივად რუსულიდან არის კოპირებული, მაგრამ ის უფრო მკაცრია მედიის მიმართ. პირველ რიგში, მოქმედებს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის მიმართებით. ესე იგი მათ აიძულებენ დარეგისტრირებას. მეორე რიგში, ქართულ კანონში არ აქვს მნიშვნელობა რით არის დაკავებული ორგანიზაცია. შეიძლება ის საერთოდ არ იყოს დაკავებული პოლიტიკური საქმიანობით, ან საერთოდ არ ეხებოდეს პოლიტიკას, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებით იყოს დაკავებული, ის მაინც იქნება ამ კანონის ქვეშ მოქცეული და ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს თუკი ფინანსების 20%-ს საზღვარგარეთიდან ღებულობს. ხოლო ეს წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია, მაგალითად გაერო, ან სოფლის მეურნეობის და სურსათის საერთაშორისო ფონდი, მაგალითად როგორიცაა სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და ა.შ. თუკი ორგანიზაცია ღებულობს გრანტს, ან რაიმე პროექტი მოიგო, ის ამ კატეგორიაში ხვდება, უცხოურ აგენტად ან ორგანიზაციად სახელდება, რომელიც უცხოეთის გავლენის ქვეშ არის მოქცეული. ეს სრულიად უსამართლო ეტიკეტია.
იმ შემთხვევაში თუკი კანონპროექტი იქნება მიღებული, რას გააკეთებენ ორგანიზაციები და მედია?
მაგალითად ჩვენი ორგანიზაცია – რონდელის ფონდი, თუკი კანონს მიიღებენ, ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს ამ რეესტრში, მაგრამ ჩვენი ფონდი იტყვის, რომ არ ვაღიარებთ, რომ ჩვენზე რომელიმე უცხოეთის ორგანიზაცია ახდენს ზეგავლენას, მიუხედავად იმისა, რომ დაფინანასებას სხვადასხვა საერთაშორისო წყაროდან ვღებულობთ. ჩვენ არავისთვის არ ვმუშაობთ და არავის ინტერესებს წარმოვადგენთ, საქართველოს ინტერესების გარდა, და ჩვენს პროექტებში არავითარი უცხო მოსაზრებით არ ვხელმძღვანელობთ გარდა საკუთარი შეხედულებებისა და მოსაზრებებისა, ვწერთ სტატიებს ან გამოკვლევებს ვაკეთებთ და სხვა. თუ არ დავრეგისტრირდებით, გაგვაფრთხილებენ, მაგრამ თუ დავრეგისტრირდებით, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მართლაც რომელიღაც უცხოური ორგანიზაციის აგენტი ვართ, ხომ მართალია? მაგრამ ჩვენ ამას მორალური შეხედულებების გამო არ გავაკეთებთ. როგორ უნდა ვაღიაროთ ის, რაც რეალურად არ არის. მაგრამ უნდათ გვაიძულონ ამის გაკეთება. ჩვენ არ დავთანხმდებით, ამ შემთხვევაში 20 000 ლარით დაგვაჯარიმებენ. საიდან გადავიხდით ამ 20 000 ლარს. გრანტები, რომლებსაც ჩვენ ვღებულობთ, ამ შეთანხმებებში ღიად არის ნათქვამი, რომ გრანტებიდან არანაირი ჯარიმის გადახდის უფლება არ გვაქვს. ხოლო სხვა სახსრები არ გვაქვს, გრანტებისა და ამ პროექტების გარდა. ანუ ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი სახსრები, რომ გადავიხადოთ. რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენი ჯიბიდან და საკუთარი შემოსავლიდან უნდა გადავიხადოთ, ორგანიზაციის წევრებმა უნდა გადაიხადონ ეს ჯარიმა და არ დარეგისტრირდნენ. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დაგვაჯარიმებენ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჯარიმას თუ არ გადავიხდით, ან არ დავრეგისტრირდებით, ყველა ანგარიშს გაგვიყინავენ და ჩვენ ვერ ვიმუშავებთ. ეს კანონი ორგანიზაციას არჩევანის საშუალებას არ აძლევს, საკუთარი უფლებების დაცისათვის ბრძოლის შესაძლებლობას არ ტოვებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სასამართლოში ვუჩივლოთ. საქართველოს სასამართლო ჩვენს სასარგებლოდ საქმეს ვერ მოაგვარებს. ისინი იტყვიან, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მუშაობთ, დაფინანსებას ღებულობთ, ვალდებული ხართ დარეგისტრირდეთ და საკუთარი თავი უცხოურ აგენტად ჩათვალოთ. ზუსტად ამის შესახებ არის საუბარი, რომ კანონი საძირკველში არ არის სამართლიანი, დისკრიმინაციული. რუსეთის კანონიც კი არ არის შეზღუდული თავისი მოქმედებით და არ ვრცელდება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ის ვრცელდება ყველა ორგანიზაციაზე და კერძო პირებზეც. საქართველოს კანონმდებლობა ამ მხრივ უფრო მკაცრია არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში. კანონპროექტი, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით აპირებს, კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობა, არის დისკრიმინაციული და მტრული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.
როგორ იმოქმედებს კანონი საქართველოს მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობაზე?
ეს კანონი მიმართულია კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მედიაზე, ის არ არის მიმართული ფერმერების, ფიზიკური პირების წინააღმდეგ, და რატომ? რადგან თუ ეს კანონი კერძო პირებს შეეხება, მათ მოუწევთ აიძულონ მილიონამდე საქართველოს მოქალაქე, რომლებიც ფულს უცხოეთიდან იღებენ, რეესტრში შევიდნენ. ანუ ბევრი მოქალაქე მუშაობს საზღვარგარეთ და იქიდან უგზავნის დახმარებას თანამემამულეებს, ეს ყველაფერი საზღვარგარეთიდან დაფინანსებად შეფასდება და სამომავლოდ გამორიცხული არ არის ეს კანონი გავრცელდეს. რადგან რუსეთში ეს კანონი კერძო პირებზეც გავრცელდა. ამ დროისთვის ეს კანონი 4-5000-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას შეეხება და ამ გზით ისინი ამ ორგანიზაციების გაკონტროლებას შეეცდებიან. ანუ რთული პირობების შექმნა, ამ ორგანიზაციების სტიგმატიზაცია და ხალხის მათ წინააღმდეგ წაქეზება. იტყვიან, კარგი, ეს უცხოური აგენტები არიან, ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რაიმე მონიტორინგს აკეთებენ, დაწერენ დასკვნას, რომ სადღაც ბიუჯეტი მოიპარეს და რაღაც ძალიან არაეფექტურად დაიხარჯა. ამას ხშირად აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. და ყველა ეს ორგანიზაცია ძალიან მარტივად შეიძლება გამოეთიშოს, იმის გამო, რომ ისინი მოქმედებენ უცხოური ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე. და ამიტომ არ უნდა დაუჯეროთ მათ. ყოველ შემთხვევაში, რუსეთში ეს კანონი ასე გამოიყენება.
რატომ ცდილობს ხელისუფლება აიღოს კონტროლი არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მედიაზე??
ასე ხდება არა მარტო საქართველოში, ყველა ქვეყანაში, სადაც დემოკრატია დაბალ დონეზეა, ან თუ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის, პუტინისა და რუსეთის მაგალითს იღებენ და ცდილობენ, პირველ რიგში, როგორმე გაანეიტრალონ და დაასუსტონ სამოქალაქო საზოგადოება. იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოება სწორედ მიმართულია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისკენ, ანუ ის მიზნად ისახავს შეამჩნიონ და აუხსნან ხალხს, ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები, ადამიანთა ფუნდამენტალური უფლებები, თავისუფლებები, თუ ქვეყანაში ირღვევა კანონი და წესრიგი, თუ ადგილი აქვს კორუფციას, ქურდობას და ა.შ. ყველაფერი, რაც ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში, დაუსჯელი რჩება. ხოლო დაუსჯელობა იქიდან მოდის, რომ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია, თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან ავტორიტარული სისტემის მტრებად, რადგან სიმართლეს ეუბნებიან ხალხს, ავრცელებენ ობიექტურ მონაცემებს და ინფორმაციას. ხოლო მმართველი კლასების აზრით, ინფორმაციის წყარო უნდა იყოს მთავრობა და მან უნდა მისცეს ხალხს სასარგებლო ინფორმაცია. ხოლო ის, რაც არ არის მომგებიანი, თავისუფლად უნდა დაიმალოს და სხვა არავინ იყოს ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში, არ იყოს დაბინძურებული, სტიგმის გარეშე, რომ მას დაუჯერონ, არ იყოს ისეთი, რომ საფრთხე შეექმნას სისტემას, როდესაც ხალხი საინფორმაციო ვაკუუმშია, ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან საინფორმაციო შტურმის მსხვერპლია.