29 ოქტომბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში წმინდა სტეფანოსის სახელობის ტაძრის საზეიმო გახსნა გაიმართა.
კურთხევის ცერემონია არმავირის ეპარქიის წინამძღვარმა, უწმინდესმა მთავარეპისკოპოსმა სიონ ადამიანმა, სურბ ხახის ტაძრის მღვდელმსახურმა ტერ ნარეკ ტიგრანიანმა, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის წინამძღვარმა, მეუფე ვარდაპეტმა (არქიმანდრიტი), ტერ ნშან ჰამაიაკიანმა, საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ტერ კირაკოს ვარდაპეტ დავთიანმა და სხვებმა გამართეს.
კურთხევის ცერემონიის შემდეგ დამსწრეებს სამხთო დაურიგეს და ადგილობრივი “ჯავახკ” ანსამბლისა და სომხეთიდან მოწვეული მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეკლესიას რესტავრაცია 12 კორხელი ქველმოქმედის სახსრებით გაუკეთეს.
„ბავშვობიდან ვოცნებობდით ეკლესიაზე, სადაც ღვთისმსახურება შეგვეძლებოდა. ახლა კი, მიუხედავად მრავალი სირთულისა, შევძელით ჩვენი ეკლესიის აღდგენა. ეს დღესასწაულია არა მარტო ჩვენი სოფლის, არამედ ყოველი ჯავახი მოსახლისთვის და მათთვის ეკლესიის კარი მუდამ ღიაა“,- აღნიშნავს ერთ-ერთი ქველმოქმედი სერგეი განდილიანი.
კურთხევისთანავე ტაძარში ნათლობის ცერემონია გაიმართა.
წმინდა სტეფანოსის ეკლესია, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა, 2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს. სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით მიენიჭა. თუმცა ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში დანგრეული იყო.