15 ოქტომბერს დაახლოებით 20:00 საათზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოსთან უბედური შემთხვევა მოხდა – მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდაცვლილი მამაკაცი დაახლოებით 70 წლისაა.
ახალქალაქის საავადმყოფოდან დაშავებულს თბილისში გადაიყვანენ, მას მრავლობითი მოტეხილობა აქვს, საჭიროა ნეიროქირურგიული კონსულტაცია, მენჯის ოპერაცია. მისი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე ვადით თანამდებობების დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 3 წლამდე).