28 სექტემბერს ახალქალაქში ახალქალაქის “აბულ” და თბილისის “გლდანის” ფეხბურთის გუნდებს შორის მატჩი გაიმართა. თამაში ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

16:00 საათზე ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე “აბულისა” და “გლდანის” გუნდებს შორის საფეხბურთო თამაში დაიწყო, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის მეორე სეზონის ფარგლებში გაიმართა.

შეჯიბრი 1:1 ანგარიშით დასრულდა.

მომდევნო მატჩს “აბულის” გუნდი 5 ოქტომბერს თბილისში “ცხომის” გუნდთან ითამაშებს.