13 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალის ეზოში პირველკურსელები მიიღეს და 2022 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დიპლომები, მშობლებს ყვავილები და სკოლებს დიპლომები გადასცეს.

უნივერსიტეტის ეზოში დღეს ხალხმრავლობა იყო. ღონისძიებაზე სიტყვით რექტორი გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა ახალქალაქის განათლების რესურსცენტრს კარგად მომზადებული სტუდენტებისთვის. დაჯილდოების პროცესში, ასევე, მონაწილეობდა ახალქალაქის რესურსცენტრის დირექტორი ტერეზა ჩივჩიანი.

univer

ანიუტა ტიტოიანმა, ერანიაკ ელოიანმა, სინარიტა კარაგულიანმა და ვარდუი კურგინიანმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი წითელი დიპლომებით დაამთავრეს. მადლობის სიგელებიი გადაეცა იმ სკოლებსაც, რომელთა კურსდამთავრებულებმა წითელი დიპლომები მიიღეს – ეს არის სოფელი დიდი ხანჩალი, ოკამი, პატარა სამსარი და ახალქალაქის მე-4 საჯარო სკოლა. ასევე, ყვავილების თაიგულებით და მადლობის სიტყვებით დაჯილდოვდნენ წარჩინებული სტუდენტების მშობლები.

univer2

„დღეს უნივერსიტეტის მესამე კორპუსში გავხსენით ახალი, 2022-2023 სასწავლო წელი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ იიქნება ძალიან წარმატებული. ამ წელს უკვე აქვს თავისი ხიბლი, ეს გახლავთ ის რომ, სტუდენტები პირისპირ რეჯიმში დაიწყებენ სწავლას, გავაგრძელებთ მეცადინეობებეს აუდიტორიებში. ეს ძალიან სასიამოვნო სიახლეა, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ სომხური სკოლება დამთავრებული აბიტურიენტები აბარებენ არა მხოლოდ “1+4” პროგრამაზე, არამედ ერთიანი ეროვნული გამოცდებით პირდაპირ საბაკალავრო პროგრამაზე ხვდებიან“, – თქვა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ.

univer5

რექტორმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადა და ახალი სასწავლო წელი მიულოცა. მან სასიხარულო ამბავი გამოაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სომხური ფილოლოგიის ფაკულტეტი იხსნება.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს 313 სტუდენტმა ჩააბარა. აქედან 51 მოსამზადებელი კურსიდან პირველ კურსზე გადავიდა. სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქში მდებარე მესამე შენობაში 52 პირველკურსელი ისწავლის. ეს სტუდენტები ძირითადად არიან ახალქალაქიდან, ასპინძიდან, ნინოწმინდიდან და ადიგენის მუნიციპალიტეტიდან.