დღეს, 11 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში ახალქალაქში, პოლიციის შენობასთან ავარია მოხდა, დაშავებულები არ არიან.

თვითმხილველების თქმით, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლი, შემხვედრ ზოლში გადავიდა ავტომობილთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, რა დროსაც ბოძს შეეჯახა. ავტომობილი ამობრუნდა. არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა. ავტომობილის გადმობრუნებაში მათ სხვა მძღოლები დაეხმარნენ.

მომხდარის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას Jnews-ი შსს-ში აზუსტებს.