ქალაქ ახალქალაქში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე პატარა სტადიონი გარემონტდა.

სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი 8 ივლისს გამოცხადდა, რომელშიც ინდმეწარმე ლევონ კერობიანმა მოიგო. სამუშაოებზე 49 500 ლარი დაიხარჯა. სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და სტადიონი მზადაა.

veranorogum

როგორც ახალქალაქის მერიის Facebook გვერდი იუწყება, ახალგაზრდული სპორტული აქტივობები მერიის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით. ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე პატარა სტადიონის რემონტი დასრულდა. ახალგაზრდებისთვის სპორტული აქტივობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის განახლება ჩვენი მერიის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, – განაცხადა მან.

stadion