საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ხიდის გახსნის ღონისძიება დღეს, 14.00 საათზე დაიწყება.