უკვე გამოქვეყნებულია მასწავლებლის საგნის გამოცდის შედეგები ისამოქალაქო განათლებაში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაში, მუსიკაში, სპორტში, აზერბაიჯანული და სომხური ენებში გ.

საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი ქულის ნახვის შესაძლებლობა.

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების დასრულებისთანავე.