საქართველოს ნაკრების წევრი გორ აივაზიანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 17 წლამდე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
„ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ჩემი ერთ-ერთი მიზანი მიღწეულია“, – განუცხადა მან Jnews-ს.
გორი არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახიდან, მაგრამ ერევანში ცხოვრობს.
ფინალში გერმანელი დარიუს კიფერი ანგარიშით 9:0 დაამარცხა.
საქართველომ ჩემპიონატზე მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა. 71 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ანრი ფუტკარაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.