28.07.2022
ნახვები: 319 |
ავტორი:
Shushan Shirinyan
დღეს, 28 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადასახადებიდან 1 041 800 ლარი შემოვიდა, აქედან 583 091 ლარი სხვადასხვა ხარჯებისთვის გამოიყო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 041 800 ლარით გაიზარდა, საიდანაც 41 800 ლარი შემოსავალია დამატებული ღირებულების გადასახადიდან, ხოლო 1 000 000 ლარი ქონების გადასახადიდან.
შემოსავლებიდან 529 941 ლარი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გამოიყო, ხოლო 53 150 ლარი სხვა ხარჯებზე.
საპროექტო ხარჯთაღრიცხვების შედგენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თავდაპირველად გამოყოფილი თანხა არ იყო საკმარისი ზოგიერთი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის. მუნიციპალიტეტმა გამოტოვებული თანხები დაამატა შემდეგი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის:
- სოფელ ოლავერდში, პატარა სამსარში, იხტილაში სასმელი წყლის მილსადენის რეაბილიტაციისთვის 175 000 ლარი გამოიყო, ამ ცვლილების ფარგლებში მერიამ ხარჯებს 81 707 ლარი დაუმატა.
- ყოფილი სამხედრო ბანაკის ოთხ კორპუსში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის 60 000 ლარი გამოიყო, საპროექტო გათვლების შემდეგ დამატებით 124 354 ლარი გამოიყო.
- სოფელ ჩამდურას კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის დამატებით 3591 ლარი გამოიყო, თავდაპირველად გათვალისწინებული თანხა 25000 ლარი იყო.
- სოფელ ალასტანის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის გაანგარიშებით 6929 ლარია საჭირო, თავდაპირველად გამოყოფილ 5000 ლარს 1929 ლარი დაემატა.
თანხები ასევე გამოიყო სოფლებში სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის.
- სოფელ ხულგუმოსა და მაჯადიაში სათამაშო მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. თანხა 72 466 ლარი.
- სოფელ ჩუნჩხაში რიტუალური სახლის რეაბილიტაციისთვის 115 894 ლარია გამოყოფილი.
- სოფელ ხავეთში გზის გრეიდერით გასწორებისთვის გათვალისწინებულია 130 000 ლარი.
თანხები სხვა ხარჯებისთვისაც არის გამოყოფილი.
- სამსახურებრივი მანქანებისთვის დიზელის საწვავის შესაძენად 20 000 ლარია გამოყოფილი.
- მერიის სოციალურ პაკეტს ოპერაციების, გადაუდებელი დახმარებისა და მკურნალობისთვის ემატება 30 000 ლარი.
- ქალაქის ეთნოგრაფიული მუზეუმის კომუნალური ხარჯებისთვის 3150 ლარია გამოყოფილი.
დეპუტატებმა ასევე მოიწონეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ბარალეთის პრიორიტეტულ სამუშაოებში ცვლილება. სოფლის მცხოვრებლებმა სარწყავი სისტემის ნაცვლად ფანჩატურის აშენება გადაწყვიტეს.