ახალქალაქის ცენტრალურ პარკში ახალი სათამაშო მოედნის მოწყობასა და არსებულის შეკეთებაზე ელექტრონული ტენდერი ჩატარდა. ზემოაღნიშნული სამუშაოები დღეს დაიწყო.
ელექტრონული ტენდერი შპს “გოლდ 777”-მა 19 300 ლარით მოიგო, საწყისი თანხა 19 999 ლარი იყო.
„დღეიდან დავიწყეთ მუშაობა, დიდი ვადა გვაქვს, მაგრამ ერთ კვირაში ვაპირებთ დასრულებას“, – ამბობს შპს „გოლდ 777“-ის წარმომადგენელი ვარდ მოსოიანი.
პროექტი ითვალისწინებს ახალქალაქის ცენტრალურ პარკში ახალი საბავშვო მოედნის მოწყობას და არსებულის რეკონსტრუქციას.
თავად ტერიტორია დაბეტონდება, ხოლო ბეტონის ზედაპირზე რეზინის საფარი იქნება. ბეტონის საფარში გამოყენებული იქნება 8 მმ დიამეტრის არმატურის ბადე და 3 სმ სისქის რეზინის საფარი, რომელიც შესაბამისი 10×15 ბორდიურებით შემოიფარგლება.
ქვემოთ წარმოგიდგენთ სად განთავსდება ახალი სათამაშო მოედანი, როგორ გამოიყურება ელექტრონული კონკურსისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით.
ქალაქის პარკში ახალი სათამაშო მოედანი გაჩნდება