ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, წელს ქალაქის ცენტრალურ პარკში ახალი სათამაშო მოედანი მოეწყობა, ძველი კი კეთილმოეწყობა.
ახალქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის, დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურების 2022 წლის 19 მაისის წერილის მიხედვით, 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიკოიანის ქუჩაზე ხეივნის მოასფალტებისთვის გამოყოფილი თანხები ცენტრალურ პარკში ახალი სათამაშო მოედნის შესყიდვას და ძველის შეკეთებას მოხმარდება. მთლიანი თანხა 20 000 ლარია.
ფაქტია, რომ მიკოიანის შესახვევში ჯერ წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა უნდა შეიცვალოს, შემდეგ კი ახალი ასფალტი დაიგოს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ცენტრალურ პარკში არსებული შადრევანის განათების მოსაწყობად 7000 ლარია გამოყოფილი.
აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.