სკოლის სახელმძღვანელოებისთვის განათლების სამინისტროს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 65-მა საჯარო სკოლამ მიმართა, – ამის შესახებ Jnews-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს.
„რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის სახელმძღვანელოების მიწოდებას, ეს პროცესი ამჟამად მიმდინარეობს (დასრულდება 2022-23 სასწავლო წლის დაწყებამდე), მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემდე დაფიქსირებული საჭიროების მიხედვით, მხოლოდ 53 245 სახელმძღვანელო გადაეცემა“, – ნათქვამია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პასუხში.
შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს ახალქალაქში სკოლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პირველი ეტაპი დაიწყო. განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტომ ახალქალაქის სკოლებს სახელმძღვანელოები საგანმანათლებლო რესურსცენტრის მეშვეობით გადასცა, რომელიც პროცესს კოორდინაციას უწევს. პირველ ეტაპზე სკოლებმა 10252 სახელმძღვანელო მიიღეს. სკოლებმა სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროსგან მოითხოვეს.
ახალქალაქის სკოლებმა სახელმძღვანელოები მიიღეს