ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამ ახალი სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოები მიიღო. წიგნები 4 ივლისს ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის სპორტდარბაზში მიიღეს.
განათლების სამინისტროსთან არსებული ინფრასტრუქტურის სააგენტომ ახალქალაქის სკოლებს სახელმძღვანელოები საგანმანათლებლო რესურსცენტრის მეშვეობით გადასცა, რომელიც პროცესს კოორდინაციას უწევდა.
რესურსცენტრის ინფორმაციით, ახალქალაქის სკოლებს 10 252 ცალი სახელმძღვანელო გადაეცა და ეს არ არის ყველა ის სახელმძღვანელო, რაც სკოლებმა განათლების სამინისტროსგან მოითხოვეს.
„ამ ინფორმაციას სამინისტრო ერთიან მონაცემთა ბაზიდან იღებს, ანუ საჭირო თანხა ელექტრონულად არის წარდგენილი თითოეული სკოლისთვის, რომელ სკოლაში, რა სახელმძღვანელოებია საჭირო. შემდეგ, სამინისტრო უფასო სახელმძღვანელოებს სკოლებში ეტაპობრივად გზავნის. გუშინ იყო სხვადასხვა სახელმძღვანელოები. როგორც მშობლიური ენა, ასევე საბუნებისმეტყველო ისტორია, მათემატიკა, სახელმძღვანელოები სომხური, რუსული და ქართული სკოლებისთვის. სექტემბრამდე მივიღებთ ეტაპობრივად, ყველა სკოლა სრულად იქნება უზრუნველყოფილი სახელმძღვანელოებით“, – განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ტერეზა ჩივჩიანმა.