ივნისის შუა რიცხვებში თბილისს ეწვია კომპანია “სამხრეთ კავკასიის რკინიგზის” დელეგაცია, გენდირექტორ ალექსეი მელნიკოვის ხელმძღვანელობით. შეხვედრები გაიმართა კომპანია “საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენლებთან, კომპანიის დირექტორ დავით ფერაძის ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ კომპანია “სამხრეთ კავკასიის რკინიგზა იტყობინება”.

“შეხვედრაზე განიხილეს მთელი რიგი აქტუალური საკითხები, რაც საერთო ინტერესს წარმოადგენდა. კერძოდ, ეს არის 2022 წლის 5 თვის განმავლობაში ორი კომპანიის თანამშრომლობის შედეგები, საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლაში საკონტეინერო მატარებლის გაშვება, საერთაშორისო მიმოსვლაში სატარიფო პოლიტიკის გაუმჯობესება, 2022 წელს სამგზავრო მიმოსვლის ორგანიზება. ბილეთების სისტემის შემუშავება და მრავალი სხვა.

როგორც ცნობილია ივნისის შუა რიცხვებში კომპანია “სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ” დაიწყო ზაფხულის სეზონური გადაზიდვები საქართველოს საზღვაო კურორტების გავლით მარშრუტით ერევანი-ბათუმი-ერევანი.

გარდა ამისა, სს „სამხრეთკავკასიის რკინიგზის“ გენერალური დირექტორის ბრძანებით, 2022 წლის 1-ლი ივლისიდან დაწესდება ერთიანი ტარიფი ფოთიდან, ბათუმიდან და სამტრედიიდან სომხეთის მიმართულებით დაჩქარებული საკონტეინერო გადაზიდვების ფარგლებში დიდი ტევადობის კონტეინერების გადაზიდვისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში.